„დაშორების წინა საღამო...“ - ცნობილი ქართულ-ესპანური წყვილი სახალისო პოსტს აქვეყნებს

წყვილი

სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია გვერდი „გიორგი ქართველის ბლოგი“. გიორგი უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობს და გამომწერებს ესპანელ მეუღლესთან, ალბასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებს უზიარებს.

მათი წყვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს ძალიან უყვარს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, გიორგი სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მისი და ალბას ფოტოს ურთავს - ერთი საინტერესო გარემოებით, მათ საკუთარი ქვეყნების ფეხბურთის ეროვნული ნაკრებების ფორმები აცვიათ.

„დაშორების წინა საღამო...“,- წერს გიორგი სახალისო აღწერას, ფოტოზე.