რუსებმა ხარკოვის ცენტრს დაარტყეს - არის მსხვერპლი, დაშავებულთა შორის 8 თვის ბავშვიცაა

ხარკოვი

ხარკოვის ცენტრში, დღევანდელი რუსული თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, მათ შორის 8 თვის ბავშვია.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმა მოხდა ფოსტაზე, რის შედეგადაც, შვიდი საფოსტო სატვირთო მანქანა დაიწვა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს  საწარმოსთან, რამაც ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

ხარკოვი რუსეთის ყოველდღიური დაბომბვის ობიექტია.