1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც 15 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, კვლავ მძიმეა, თუმცა გარკვეული პარამეტრები დასტაბილურდა.
ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც ექიმი აცხადებს, ჯარისკაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
„გადაყვანა მოხდა დასტაბილურების პერიოდში. რეანიმაციული სიტუაცია იყო, დაინტუბირდა, პაციენტი ხელოვნური მართვის სუნთქვაზე გადავიყვანეთ და ჰერმოდინამიკა მედიკამენტების დონეზე სტაბილურადაა", - ამბობს ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, კახი მუხიგულაშვილი.
ორფოლოს პოლიგონზე შემთხვევა 15 ივნისს საღამოს მოხდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობდა. ის უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა საბოლოოდ თბილისში გადმოიყვანეს.
ასევე ნახეთ:
👉 კაცი, რომელიც ბევრჯერ მეხის დაცემის გამო გინესის რეკორდებში შევიდა