1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ბოლნისში, 9 წლის დაკარგულ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი დილის 11 საათზე მდინარეზე ჩავიდა, მას შემდეგ კი აღარავის უნახავს. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
„პრაიმტაიმი“ არასრულწლოვნის მამიდას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ბოლოს ბავშვი მდინარესთან შენიშნეს.
„სახლთან ახლოს გვაქვს მდინარე. იქ ჩადის ხოლმე და თამაშობს. დილას, რომ ჩავიდა, ამოსულა და მეორე მხარეს ნახირს დევნიდა. ამის მერე ბავშვი აღარ გამოჩენილა. ადგილობრივმა ბავშვმა ნახა ბოლოს. შშმ პირია, ეპილეფსია აქვს. უკვე 6 საათია ვეძებთ...“, - ამბობს ბავშვის მამიდა.
„თუ ფლობთ დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაციას დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე – 595 74 84 70“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.