გიორგი შერმადინის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1764359441
„ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში: ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, წოდორეთი, ასევე სოფელ დიღომში ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუბერტის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, შმერლინგის ქუჩებზე.
30 ნოემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში დენი რამდენიმე საათით გაეთიშებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლევან რჩეულიშვილის, რენე შმერლინგის, ანდრონიკაშვილის, ნანეიშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ისიდორე დოლიძის, როსტევანის, ჯანიაშვილის, შერმადინის, ვახუშტი ბატონიშვილი და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჩალიპირები, ლისი, ნაფეტვრები, მუხათწყარო.
1 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.