პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის მშობელთან ერთად ძილის ჩვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3-4 წლამდე ასაკის ბავშვს მშობლის საწოლში არ უნდა ეძინოთ.
„რეცეპტები არ მიყვარს, ვითარებას გააჩნია. ზოგადი რეცეპტი არ მუშაობს. კულტურასაც გააჩნია. ადრე დოქტორ სპოკის წიგნი იყო გავრცელებული. ვერ ვიტანდი იმ წიგნს. მასში ეწერა, რომ პატარა ჩვილ ბავშვს ცალკე ოთახში უნდა ეძინოს და გასკდეს ტირილით. ეს არის აბსურდი, მაგრამ 4-5 წლის ასაკის ბავშვი მშობლის საწოლში რატომ უნდა იძინებდეს, ამასაც ვერ ვიგებ.
3-4 წლის ასაკში ბავშვი დედასთან ძილს რომ არის მიჩვეული, იმას ასე უცბად ვერ გამოაწეპებ, ამიტომ ჩვილი ბავშვი აუცილებლად მშობელთან ერთად უნდა იყოს, მშობლის საძინებელში.
3-4 წლამდე ბავშვი მშობლის საძინებელში უნდა იყოს, მაგრამ მშობლის საწოლში - არა. თავიდანვე ასე უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, რომ იქვეა მშობელი და მის საჭიროებას აუცილებლად დააკმაყოფილებს, რომ ბავშვს შფოთვა არ ჰქონდეს. ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის და ვერც გაამტყუნებ, რომ ღამე უნდა ადგე, გირჩევნია შენთან იყოს, იმასაც ურჩევნია, რომ შენთან იყოს და ასე ეჩვევა ბავშვი. არც ეს არის დიდი კატასტროფა, მაგრამ თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რომ 4 წლისთვის ცალკე საწოლში იწვეს ბავშვი და 6 წლისთვის ცალკე ოთახში, ან ცალკე საწოლში აუცილებლად უნდა იყოს.
ჰიგიენური თვალსაზრისითაც არ არის მიზანშეწონილი, რომ პატარა ბავშვს მშობლების საწოლში ეძინოს. ძალიან ხშირია ჩვენს კულტურაში ეს. თავიდანვე ნელ-ნელა, ისე, რომ ბავშვმა არ მიიღოს სტრესი, ეს უნდა განვახორციელოთ,“ - თქვა თამარ გაგოშიძემ.