„ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ...“ - გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1790106319
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.
მან ასევე „რუსეთისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმა“ უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა ტრამპს, რომ უკრაინა შეძლებს მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნებას ან ქვეყანას მშვიდობის დამყარებისთვის რაღაცის დათმობა მოუწევს, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ და არ მინდა იმის თქმა, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს შეთანხმება. ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც. ვფიქრობ, რაღაც მოხდება. რა თქმა უნდა, ისინი [უკრაინელები] ძალიან კარგი მებრძოლები არიან, იცით, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია მათით ვიამაყოთ. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ესენი ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან. ძალიან ქმედითი ხელმძღვანელობაა“.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე და სჯერა, რომ ტრამპი უკრაინას ამაში დაეხმარება.
შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა მაიამიში, G20-ის სამიტზე, და თანახმაა თუ არა დონალდ ტრამპი, ამ სამიტზე ვლადიმირ პუტინი მიიწვიოს, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ჩვენ უკვე შევხვდით ალასკაზე. არ ვიცი მაიამის შესახებ. მაიამიში მალე დიდი ღონისძიება გვექნება, თუმცა ის მზადაა შეხვედრისთვის. მას სურს, რომ ომი დასრულდეს“.
პრესასთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისა და ტრამპის მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში გაგრძელდა.