პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 იანვარს, 14:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში: არმაზის, გიორგობიანის, აღმაშენებლის ქუჩებზე. სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ძველი ქანდა, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე.
14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაღმიანი, ციხისძირი, სეთურნი, ზემო მლეთა, ზაქათკარიმ ასევე გუდაურში, ქუმლისციხეში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში