„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე რაიონს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, წიწამური, ქისიაანი, მჭადიჯვარი, ქვემო შუახევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში აღდგომლიანთკარი, ნაოზა, ნატახტარი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნავაზარი, წილკანი, სელექცია, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:10 საათამდე და 13:50-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ჭილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში თავისუფლების, კეცხოველის, წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.