„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ თხინვალაში, ზემო ლისზე, მსხალდიდში, თელეების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:10-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, ხაწირი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.