1732125676
GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი შეუწყდა. კომპანია აღდგენის დროს ასახელებს.
წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად, ადიგენის ქ., N3-თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 20/11/2024 23:00 საათზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: არაგვისპირელის, ადიგენის და ვეძათხევის ქუჩებს.
მთაწმინდა, ამაღლების ქ N 43-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/20/2024 12:00 დან 11/20/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ამაღლების ქ N43 N45 N47.
გლდანი, წყალსადენის ქ N1-ის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/20/2024 13:20 დან 11/20/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სარაჯიშვილის N 8, წყალსადენის, ჭედიას, ტაძრის და მონასტრის ქუჩებს, ალექსანდრე წერეთლის ქუჩებს.
ნაძალადევი, დომენტი ჟღენტის ქ.N 16-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11/20/2024 17:00 დან 11/21/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიმიტრი ჟღენტი, დომენტი ჟღენტი, ბახმარო, ზედაუბანი, რაჭის ქუჩა, მაღარო, კოდალო და ენისელის ქუჩებს.
დიდუბე, კოსმონავტების ქუჩა N91-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/20/2024 17:30 დან 11/20/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოსმონავტების ქუჩა N91.
სამგორი, გარდაბნის გზატკეცილი, N 196-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/20/2024 17:40 დან 11/21/2024 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სადგური ველის დასახლებას და სოფელ ყარაჯალას.