კაცმა აღმოაჩინა, რომ საცხობის მფლობელი, რომელსაც ხშირად სტუმრობდა, მისი ბიოლოგიური დედა იყო

მამაკაცი

ჩიკაგოში მცხოვრები კაცი, ამერიკელი ვამარ ჰანტერი სახლთან მდებარე საცხობს წლების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად სტუმრობდა. ჰანტერი საცხობის მეპატრონეს, 67 წლის ლენორ ლინდსს დაუმეგობრდა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სრულიად შემთხვევით მან დაკარგული დედა იპოვა.

ვამარი 35 წლის იყო, როდესაც მშობლებმა გაუმხილეს, რომ დაბადებისთანავე ის შვილად აიყვანეს. გენეტიკური წარმომავლობის დადგენა და ბიოლოგიურ დედ-მამასთან შეხვედრა მას ყოველთვის სურდა, თუმცა ძიების პროცესი წლობით გაგრძელდა.

2022 წელს ჰანტერს გენეტიკური კვლევის ლაბორატორიიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ჩაბარებული დნმ-ის ანალიზის შედეგად მისი ბიოლოგიური დედის ვინაობა დადგინდა. შედეგი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ძიების კვალი საცხობის მეპატრონესთან, ლენორ ლინდსისთან მივიდა.

როგორც აღმოჩნდა, ლინდსმა 17 წლის ასაკში იმშობიარა. ის მარტოხელა დედა იყო და ფინანსური პრობლემების გამო, სამწუხაროდ, იძულებული გახდა, ახალშობილი გაეშვილებინა. თუმცა 50 წლის შემდეგ მათი ცხოვრებისეული გზები ისევ გადაიკვეთა და დედა-შვილი ახლა უკვე ერთად უძღვება მცირე საოჯახო ბიზნესს. ამავდროულად ჰანტერმა და-ძმები და ოჯახის სხვა წევრებიც სრულად გაიცნო.