„ეკლესიაში როგორ გაბედეს ეს... უმკაცრესი სასჯელით უნდა დაისაჯონ“ - მონაზონზე განხორციელებულ ძალადობას ადგილობრივები ეხმაურებიან

ციხე

ხაშურში მონაზონზე განხორციელებულ ძალადობას ადგილობრივები ეხმაურებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

„როგორ შეიძლება, ეკლესიაში როგორ გაბედეს და როგორ გააკეთეს ეს, დახვრეტას იმსახურებენ. არ შეიძლება ასე. მეც მოხუცი ვარ და 74 წლის ვარ და ე.ი. მეც ასე უნდა მომექცეს ახალგაზრდობა? არ შეიძლება ასე“, - ამბობს ადგილობრივი.

"ძალიან კარგი ადამიანი იყო და მთელ სოფელს ემსახურებოდა. ლოცულობდა დღე და ღამე. უმკაცრესი სასჯელით უნდა დაისაჯონ. მაგნაირმა როგორ უნდა იცოცხლოს და როგორ უნდა იარსებოს არ ვიცი“, - ამბობს ხაშურის მკვიდრი.

არსებული ინფორმაციით, ხანში შესული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მონაზონს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.

მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.