66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონი სცემეს და გააუპატიურეს. ორი მამაკაცი მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა.
უწყების ცნობით დაკავებულები 27 და 39 წლის მამაკაცები არიან. მონაზონი, რომელიც მათ დააყაჩაღეს და გააუპატიურეს 70 წლისაა.
ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ ორი მამაკაციდან ერთ-ერთს მონასტრის გარეთ მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.
„ეს არის ქრისტიანობისთის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთი პირის შვილი ყოფილა მონასტრის გარეთ და ელოდებოდათო, პატარა ბიჭი ყოფილა და ორი სრულწლოვანი შიგნით ყოფილან მონასტერში. აუცილებლად უნდა დაისაჯონ.“ - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი მამაკაცი. პოლიციამ გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.