ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1732648704
სტიქიის ზონაში გაუჩინარებულ ზაზა მესხს, 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად, ისევ ეძებენ. მაშველებმა ამ დრომდე მისი მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას ცხედარს მიაკვლიეს.
გთავაზობთ, ზაზა მესხის მეგობრების ემოციურ პოსტს.
„მეც ასე გავიცანი ზაზა 22 წლის წინ - მოვიდა, მომესალმა, გამესაუბრა, მთხოვა და მოტივირება გამიკეთა ქართული ჟურნალისთვის სტატია დამეწერა/ იმდენად უნარიანად მომიდგა და დამელაპარაკა, რომ გამოცდილების არქონის და შიშის მიუხედავად, დავწერე და გამოაქვეყნა.
ზაზა არის უშუალო, ჭკვიანი, წარმატებული, მეგობრული, ნათელი ადამიანი, რომელიც საქმეს რომ მოკიდებს ხელს, ბოლომდე მიჰყავს. ჩემთვის ზაზა მისი ოჯახით ცოცხალია და აქ ამდენ წინადადებას რომ წაიკითხავს, გაუხარდება. მე აზრს ვერ ვპოულობ იმაში, თუ რატომ არ უნდა იყოს ცოცხალი ამდენად კარგი, საქმიანი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ამდენ მაგარ საქმეს აკეთებდა თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით,“ - წერს მეგობარი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: შოვში დაღუპული ნინიკო კენჭაძის ვიდეო ვრცელდება
„ახლა ვნახე შენს მოწერილებში... იქნებ შენ მაინც გამოჩნდე“ - რას წერს სოფიო ყარალაშვილის მამიდა
„მინდა მოგიყვეთ, ის რაც უთქმელი დარჩა..." - რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი რაჭის ჯგუფში