1731519914
ძლიერი წვიმა და სეტყვა - სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა.
დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ასევე ნახეთ სხვა სიახლეები
„გასკდა გული... არ ვიცი რა ვთქვა“ - ცნობილია 19 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო
ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა
,,სულ არ მაინტერესებს, ვის გააღიზიანებს ჩემი სიმართლე და ვის მოეწონება…" - რას წერს მამა პეტრე