1731519914
მესინჯერში მივწერე, არ უნახავს… ტელეფონზე გადავურეკე… გამორთული იყო… - რას იხსენებს მეგობარი ზაზა მესხზე
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა.
ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 22 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 11 პირთან დაკავშირებით გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი იპოვეს.
5 აგვისტოს სტიქიის ზონაში გარდაცვლილი ნახეს ზაზას მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა.
სოციალურ ქსელში ზაზა მესხის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მისი მეგობარი ნუგზარ ღომიძე:
„უკვე მეშვიდე დღეა გაუჩინარებიდან.
ჩვენი მეგობრობა სამ ათეულზე მეტ ხანს მოიცავს. სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით. არასოდეს გვიკამათია, მაშინაც კი, როცა განსხვავებული შეხედულებები გვქონდა ამა თუ იმ საკითხზე.
უცხო ქვეყანაში ააწყო ცხოვრება, პატარა საქართველო მოიწყო, მოჰყავდა ყურძენი, აყენებდა ღვინოს, საქართველოდან ჩამოჰყავდა ქართველი ხელოსნები, შვილებს ყველაფერ ქართულს ასწავლიდა, აყვარებდა.
მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო.
ჩვენ წელიწადში, ხან ორ წელიწადში ერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის, როცა ჩამოვიდოდა საქართველოში, ჩემთან ვიკრიბებოდით სახლში. ასე იყო წელსაც. 24 ივლისს, გავსინჯეთ სახლის ღვინო… თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა ალინასთან… რა კარგია, ყველანი ერთად რომ ვართო…
ბოლოს 26 ივლისს შევხვდი ზუგდიდში, ზენონი ბრუნდებოდა ბანაკიდან, მას უნდა დახვედროდა…
1-ლ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო… ვაგლახ, რომ სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა.
3-ში 16:25 წუთზე მესენჯერში მივწერე კვირას, რომ დაბრუნდები ნაკვერჩხალზე შემწვარ თევზს დაგახვედრებ-მეთქი…
წერილი არ უნახავს … შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ… ტელეფონზე გადავურეკე… გამორთული იყო… საგანგებო ცხელ ხაზზე დავრეკე… მას შემდეგ მხოლოდ ალინა ნახეს, გუშინ კი მანქანა. გაანათლოს ალინას სული უფალმა.
ზაზა, ძმაო, გამორჩეული ნიჭის პატრიოტი ადამიანი იყავი. მრავალშვილიანი დის ოჯახის იმედი, ახლობლებისა და ასაკოვანი დედის სიამაყე. უზომოდ დიდია შენი გულშემატკივრების რიცხვი ძმაო… ყველა შოკირებულია…
ასე არ უნდა ხდებოდეს…
სანუგეშებელი სიტყვების მოძებნაც რთულია… იქნებ ის, რომ „რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, იმდენჯერ უნდა წამოდგე“… შენ სწორედ ასე იზამდი ძმაო…“ – წერს ზაზა მესხის მეგობარი.
ასევე ნახეთ სხვა სიახლეები
„გასკდა გული... არ ვიცი რა ვთქვა“ - ცნობილია 19 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო
ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა
,,სულ არ მაინტერესებს, ვის გააღიზიანებს ჩემი სიმართლე და ვის მოეწონება…" - რას წერს მამა პეტრე