პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძირს მოძალადე კაცებიო, რომ ვწერთ ხოლმე, საიდან გაიჩითნენ ეგ კაცები ამდენი? საკუთარივე ოჯახებიდან ხომ? დედ-მამის შვილები ხომ არიან… - ამის შესახებ მოდელი, ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ანუ, პრობლემა იმაზე უფრო ღრმაა ვიდრე, მოძალადე კაცი, პრობლემაა მშობლობისა და აღზრდის მეთოდების არცოდნა, გულგრილი/გადაჭარბებული მშობლობა, დედმამობის არსის არცოდნა, ოჯახში არასწორობის გაპრავება…. კიდევ ის არის პრობლემა ჩემი აზრით, რომ ქალი “ჩვარად” ზარდეს, აგრეთვე წინაპრებმა და კაცი “ვაცად”..
ქალიშვილებს გვერდში ოჯახის წევრები არ უდგანან გასაჭირის დროს, “გათხოვილ” ქალიშვილებს მით უმეტეს.. თითქოს ზედმეტები არიან მათთვის, ბიჭებს კი, იმდენად თან ჰყვებიან ხშირად, ტოქსიკურ და განებივრებულ პიროვნებებს იღებენ. მაგარ პრობლემებში ვართ.
გოგოს ვასწავლი, როგორ იყოს დამოუკიდებელი, რესურსული და ინტერესებით სავსე, ისევე როგორც ბიჭს დავარიგებ, როგორ იყოს დამოუკიდებელი, განათლებული და კაი ტიპი, ქალის, დედის და საკუთარი თავის პატივისმცემელი. ტკბილი ძილი!, “- წერს ალექსანდრა პაიჭაძე.