დროა, გადანახული ნივთები გადმოალაგოთ… - მორიგი ციფრული სიახლე moedani.online-ზე

მოედანი

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველას გვაქვს სახლში, სარდაფში, ან თუნდაც ავტოფარეხში, უამრავი ისეთი ნივთი, რომლებსაც აღარ ვიყენებთ, მაგრამ დიდ სივრცეს იკავებენ. თუმცა, ერთი ადამიანისთვის გამოუსადეგარი ნივთი, შეიძლება, სხვისთვის საგანძურს და მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენდეს.

როგორ მოვახდინოთ გამოუსადეგარი და გამოუყენებელი ნივთების რეალიზაცია?

დღეს, ციფრული რევოლუციის ეპოქაში, რომელიც სწრაფად განიცდის პროგრესს და ყოველდღიურად ახალ-ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ნივთის ყიდვა-გაყიდვა, ან გაჩუქება გამარტივებულია.

ნებისმიერ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად, მისთვის მოსახერხებელ დროს, რამდენიმე დაწკაპუნებით შეუძლია, გაყიდოს, ან იყიდოს სასურველი ნივთი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა, ავეჯი თუ სამშენებლო ნარჩენები.

Moedani.online - ეს არის ვირტუალური სივრცე, რომელიც მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთთან აკავშირებს. ციფრულ პლატფორმას აქვს მარტივი ინტერფეისი და თანამედროვე ფუნქციონალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი საიტს ადვილად აითვისებს.

Moedani.online -ის ვებ-გვერდზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, უფასოდ, მისთვის გამოუსადეგარი, ან მეორადი ნივთების განცხადება განათავსოს, ხოლო მაძიებელმა მოკლე დროში იპოვოს სასურველი პროდუქტი.

თორნიკე მეშველიანი, moedani.online-ის დირექტორი: „ჩვენი საიტზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სხვადასხვა ნივთის რეალიზაცია მოახდინოს. განცხადების განთავსებისას, შესაძლებელია მიტანის, ან თვითგატანის მომსახურების მითითება. ვირტუალური მოედანი გაძლევთ შესაძლებლობას, გაათავისუფლოთ ადგილი გამოუსადეგარი ნივთებისგან, ასევე, უფასოდ შეიძინოთ, თქვენთვის სასურველი პროდუქტი“

თუ აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ, ახლა გაიგეთ, მაშინ დროა, გადანახული ნივთები გადმოალაგოთ და თვალი გადაავლოთ. Moedani.online დაგეხმარებათ თქვენთვის უსარგებლო და სხვებისთვის სასარგებლო ნივთების გაყიდვაში, გაჩუქებაში, დროის დაზოგვასა და, ამავდროულად,  დამატებითი  თანხის გამომუშავებაში.