სხვადასხვა პროდუქტი ერთ სივრცეში - გახდი „ვირტუალური სავაჭრო მოედანის“ მომხმარებელი

moedani.online

ციფრული რევოლუციის ეპოქაში არამარტო კომპანიებისთვის, არამედ საცალო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ბიზნესის გაციფრულება.  თანამედროვე ბიზნესი ელექტრონული კომერციის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ადამიანთა უმრავლესობა სავაჭრო ობიექტებში რიგში დგომას ონლაინ ყიდვა/გაყიდვას არჩევენ.

დღეს გაგაცნობთ, ციფრული პლატფორმას moedani.online, რომელიც უნივერსალურია და ხელს უწყობს ვაჭრობის ციფრულ ტრანსფორმაციას.

მოედანი.ონლაინ - ციფრული ველია, სადაც სრულიად უფასოდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განათავსოს მომსახურება, იყიდოს ან გაყიდოს პროდუქტი.

თორნიკე მეშველიანი, Moedani.online დირექტორი: „ვებსაიტი 2021 წელს გამოჩნდა ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე. ინტერნეტმაღაზიის შექმნის იდეა, ყოველწლიურმა საშემოდგომო დღესასწაულმა „თბილისობამ“ შთამაგონა. როგორც მოგეხსენებათ თბილისობის დღესასწაულზე, სხვადასხვა პერიფერიებში წარმოდგენილია საქართველოს კუთხეების მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებსაც ყიდიან. თუმცა, ეს წელიწადში ერთხელ ხდება და მინდოდა ამ ადამიანების საქმიანობის ყოველდღიური რეალიზებისთვის შემექმნა უფასო სავაჭრო ადგილი ერთ სივრცეში, სადაც მათთვის სასურველ დროს შეძლებდნენ პროდუქტის ან/და მომსახურების განთავსებას, ყიდვას ან გაყიდვას. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ვირტუალური სავაჭრო მოედანი, რომელიც მომხმარებელს და გამყიდველს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს.

საიტზე განცხადების განთავსება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესის  წარმომადგენელს, ფერმერს და ან თუნდაც, შემოქმედებით ადამიანს. ვებგვერდზე გვაქვს ფასიანი სერვისი, რომელიც პრემიუმ და ვიპ მომსახურებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, მომსახურება და პროდუქტი უფრო ფართო აუდიტორიისთვის არის ხელმისაწვდომი“.


ვირტუალური მოედანი ამ ეტაპზე 12 კატეგორიას აერთიანებს: ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები, ელექტრონიკა, სერვისები, მუშაობა, საქონელი სახლისა და ბაღისთვის, სასოფლო სამეურნეო, ცხოველები, პირადი ნივთები, ჰობი, დასვენება და ტურიზმი, ბიზნესი.

თორნიკე მეშველიანი, Moedani.online დირექტორი: „ვფიქრობთ, Moedani.online ადამიანებს უმარტივებს ონლაინ შოპინგს და საკუთარი პროდუქტის გაყიდვის პროცესს, სასურველ დროს. შესაბამისად, ვებსაიტზე შემოსული ადამიანი დარწმუნდება, რომ ამ ციფრულ სივრცეში არის ის ყველაფერი, რაც მას სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, ქართული პროდუქტის რეალიზაცია არც თუ ისე მარტივია. ჩემი ოცნებაა, რომ Moedani.online -ის პლატფორმით ხელი შევუწყო სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქართული პროდუქტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადო ხელმისაწვდომი“.

Moedani.online არის მოდერნიზებული პლატფორმა, რომელსაც კომპანიის გუნდთან ერთად თავად მომხმარებელიც ქმნის. მომხმარებელს შეუძლია ქვეკატეგორია შექმნას, რასაც შემდეგ კომპანია განიხილავს და თუ მიზანშეწონილია, დაამატებს.

თანხის გადახდის პროცესს რაც შეეხება, კომპანია მუდმივად აფრთხილებს მომხმარებელს, რომ გადამოწმების გარეშე წინასწარ ტრანზაქცია არ განახორციელონ.

moedani.online-ს გუნდის სამომავლო გეგმა არის ციფრული სავაჭრო მოედნის  კიდევ უფრო დახვეწა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა.

თორნიკე მეშველიანი, Moedani.online დირექტორი: „ცნობილია, რომ განვითარება უწყვეტი პროცესია.  ამ ეტაპზე, ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს თანხის გადახდის ეტაპი და მიწოდების სერვისი, რაზეც ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს.  სამომავლოდ, ყველა მომხმარებელს ექნება თავისი პირადი ოთახი, სადაც ისინი თავიანთი პროდუქტის ყიდვა/გაყიდვის პროცესს გააკონტროლებენ“.

თუ  გსურთ, რომ თქვენი პროდუქციაც ან მომსახურება მოხვდეს Moedani.online-ზე, მაშინ უნდა დარეგისტრირდეთ ვირტუალური სავაჭრო მოედნის პლატფორმაზე. ეს კი საშუალებას მოგცემთ, თქვენი საქმიანობა და ბიზნესი კიდევ უფრო მეტად გააფართოვოთ.