რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
პლანეტის ყველაზე გაუმაძღარი მტაცებელი ჩვენთვის ცნობილთა შორის, დედამიწის ხერხემლიან სახეობათა მესამედზე მეტს მოიხმარს და უზარმაზარი ეკოლოგიური გავლენაც აქვს.
ახალი კვლევის მიხედვით, ამ ცხოველის კვება 1300-ჯერ უფრო დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე ჩვენ მიერ აღრიცხული ნებისმიერი სხვა არსების. თუმცა, მოხმარებულის მხოლოდ მესამედია განკუთვნილი საკვებად.
რა თქმა უნდა, ეს მტაცებელი ჩვენ ვართ. საკვირველია, მაგრამ უმაღლესი მტაცებლის კლასიფიკაციაშიც კი არ ვჯდებით. ჩვენ მიერ წარმოებული ექსპლუატაციის მასიური ნაწილი ჩვენი უბრალო ახირებებით არის განპირობებული.
„კულტურული ფენომენი ველურ სახეობათა გადაჭარბებულ ექსპლუატაციას იწვევს“, — განმარტავს კანადის დალჰაუზის უნივერსიტეტის ეკოლოგი ბორის ვორმი.
ამის მკაფიო მაგალითს ვორმი ინდონეზიაში წააწყდა, სადაც ველურ ბუებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა მკვეთრად, რაც ეს ფრთოსანი მტაცებლები „ჰარი პოტერში“ გამოჩნდნენ.
„მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ, წარმოიქმნა ველური ბუების ექსპლუატაციის ნამდვილი ტალღა. ამ სახეობით ადამიანები იმდენად არიან მოხიბლული, რომ ხშირად ეს სიყვარული სიკვდილის მიზეზი ხდება“, — ამბობს ვორმი და აღნიშნავს, რომ ასეთივე სიტუაციაა რიფების თევზთან მიმართებაში ანიმაციური ფილმის, „ნემოს ძიებაში“ გამოსვლის შემდეგ.
შინაურ ცხოველთა ინდუსტრიის კვების გარდა, ცხოველების გამოყენება მედიცინასა და სხვა პროდუქტებში ახლა იმდენად არის გავრცელებული, რომ ისინი საკვანძო საფრთხეა მსოფლიოს მრავალ ადგილში გადაშენების პირას მყოფ სახეობათათვის. წინასწარ განზრახული მიზნების მიუხედავად, ველური ბუნებიდან ამ ცხოველთა ამოღებას ზუსტად ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც მტაცებლობას ეკოსისტემაში.
ინდივიდების ამოღებას არა მხოლოდ პირდაპირი ეფექტი აქვს, არამედ ცვლილებები ხდება დარჩენილ ცხოველთა ქცევებშიც — შიშის ეკოლოგია. მტაცებლობის თავიდან აცილება იწვევს ქცევით, ფიზიოლოგიურ და კოგნიტურ სტრესს, რასაც გავლენა აქვს ცხოველის გადარჩენისა და შეჯვარების წარმატებაზე. გაზრდილი მტაცებლობა იწვევს სტრესორების გაძლიერებასაც. სრულად