გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსთავში, შარტავას გამზირზე 18 წლის ბიჭი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა.
ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც დაშავებული ბიჭის დედამ განაცხადა, ეზოში მეზობლის დაბმულმა პიტბულმა აიწყვიტა და მისი შვილი ფეხის არეში დაკბინა.
დაკბენილი ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
"ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა. ჩემს შვილს უკბინა ფეხზე, ორ ადგილზე აქვს ღრმა ჭრილობა. სწრაფადვე მოხდა ძაღლის გარიდება, სხვა ბავშვებს არ შეხებია.
ძაღლი სახლში ჰყავთ და, ეს პერიოდი 10-დღიანი რაცაა განკუთვნილი, აკვირდებიან", - აცხადებს დაშავებულის დედა.
ბიჭი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერილია.