ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
რუსთავში, შარტვას გამზირზე 18 წლის ბიჭი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან დაშავებული ბიჭის დედა ამბობს, ეზოში მეზობლის დაბმულმა პიტბულმა აიწყვიტა და მისი შვილი ფეხის არეში დაკბინა.
ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
„ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა. ჩემს შვილს უკბინა ფეხზე, ორ ადგილზე აქვს ღრმა ჭრილობა. სწრაფადვე მოხდა ძაღლის გარიდება, სხვა ბავშვებს არ შეხებია.
ძაღლი სახლში ჰყავთ და, ეს პერიოდი 10 დღიანი რაცაა განკუთვნილი, აკვირდებიან",- აცხადებს დაშავებულის დედა. ბიჭი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერილია.