14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 29 წლის ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილს 4 შვილი ჰყავს.
შემთხვევა სოფელ საქობოში დღეს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი არასრულწლოვანმა შვილებმა ნახეს.„არაფერი აწუხებდა. საღამოს ტელეფონით მჯდარა და მერე ყველა წავიდა დასაძინებლად. დილით ბავშვებმა ნახეს და მეზობლებთან გაიქცნენ, დედას ვეღარ ვაღვიძებთო. ოთხი შვილის დედაა, ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს. თქვეს, რომ თრომბმა დაარტყა. ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ამბავი, არც კი ვიცით, რა ვთქვათ"- ამბობენ ახლობლები.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ოჯახის წევრებმა მიცვალებულის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.