„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაკა თურქია ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებით, დიმიტრი გორდონის ცოლის, ჟურნალისტ ალესია ბაცმანის მოგონებებს აქვეყნებს:
,,ვახტანგ კიკაბიძე წავიდა.
ქართველი ხალხის სიამაყე და სინდისი და უკრაინელი ხალხის ერთგული მეგობარი.
დიმიტრი გორდონთან, როგორც გაირკვა, ბოლო ინტერვიუში, უკვე ფართომასშტაბიანი ომის დროს, მან თქვა: ”მე უკრაინელი ვარ. 20 წლით პატარა რომ ვიყო, უკრაინისთვის ვიბრძოლებდი. კარგად ვისვრი“.
დიმასთან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა. მისი ტრადიციული მისალმება იყო: „გორდონ, მიყვარხარ“. დიმა მას მოკრძალებულად ლეგენდას უწოდებდა. ის მართლაც ცოცხალი ლეგენდა იყო. ოთახში რომ შედიოდა, ყველა იღიმებოდა.
ამ ორი ფოტოს შესახებ მოგიყვებით. 2018 წლის აგვისტოა, მის 80 წლის იუბილეს ვზეიმობთ ბათუმში. 2 დღე აღინიშნებოდა. დიდი კონცერტი, ბანკეტი 600 ადამიანზე, შემდეგ კი დილამდე სასტუმროს საზაფხულო ტერასაზე ვისხედით მასთან და რამდენიმე უახლოეს ადამიანთან ერთად. ქართული ღვინო დავლიეთ. ვკითხე, ნანობდა თუ არა, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უარი თქვა რუსეთის ყველა ჯილდოზე, ყველა იქაურ პროექტზე, კონცერტებზე, უზარმაზარ ფულზე და აღარ წასულა იქ. ის ერთადერთი იყო მისი ყველა კოლეგიდან. გულთბილად გაიღიმა, რა თქმა უნდა, არ ნანობდა. ის სულ ამბობდა, რომ პუტინი დამნაშავეა, ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ რუსეთი ფაშისტური სახელმწიფო ხდებოდა და ის ამას ებრძოდა.
მეორე ფოტო არის 2021 წლის ნოემბერი. ვახტანგ კონსტანტინოვიჩს, რომელსაც მეორე დღეს უწევდა დიალიზი, რომელსაც 10 წლის მანძილზე მთელი ვენები აღარ ჰქონდა ხელებზე, თავს ცუდად გრძნობდა, სპეციალურად ჩაფრინდა კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა ეთხოვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის რამე მოემოქმედებინა. ის ყოველთვის სხვებზე ფიქრობდა და სხვებისთვის ცხოვრობდა.
მთელი ამ დიდი ომის 11 თვის მანძილზე, ის უკრაინით ცხოვრობდა, უკრაინული ამბებით იღვიძებდა და იძინებდა, საშინლად განიცდიდა. რა თქმა უნდა, ამან მასზე იმოქმედა. 10 წელი თირკმელების დიალიზით იცხოვრა, ბოლო 2 კვირა უკვე საავადმყოფოში გაატარა, რეანიმაციაში, ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს.
ნათელი ხსოვნა დიდებულ ადამიანს...”, - წერს ალესია ბაცმანი.