დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი, ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღაძრა. მას ბრალად ედება ომის დაწყების საჯარო მოწოდებები, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივება და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ფეიქების გავრცელება.
საგამოძიებო კომიტეტმა, განაცხადა, რომ გორდონმა უკრაინული ტელეარხის ეთერში მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და გაავრცელა “განზრახ ცრუ ინფორმაცია” სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისა და საარტილერიო დაბომბვის შესახებ რუსული არმიის მიერ.
„ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა მივიღე რუსეთიდან. ეს ნიშნავს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“, – თქვა გორდონმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.