Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ევაკუირებულია 200-მდე მგზავრი
1727967301
დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.
„12 წლის ანის დედა გწერთ ჩემი შვილის მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხვის ფაქტის შესახებ. მქონდა კომუნიკაცია შემდგომში იმ ადგილზე რომ არ მომხდარიყო კვლავ უბედური შემთხვევა და ვითხოვე განათება და მოწესრიგება.
ოღონდ....ჯერ არ არის დასრულებული გამოძიება და ექსპერტიზის პასუხები მოსული. ამიტომ ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ. გამგეობამ როგორც ამიხსნა მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა რაც მოხდა.
მე დღეს მოვითხოვე პასუხი ამ ნებართვის გაცემის შესახებ. ვარ მოლოდინის რეჟიმში. ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“, - წერს გარდაცვლილი12 წელის გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოჯახის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მშობლები ეჭვობენ, რომ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ ყოფილა.