„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
დიდ დიღომში 17 მარტს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა – ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის“ განცხადებაში.
აღნიშნული ორგანიზაცია ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო საქმეში. “გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია საგამოძიებო უწყების მხრიდან არასრულწლოვნის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას მოითხოვს.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია, თუმცა ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოძიებას ყველა მტკიცებულება უკვე ამოღებული აქვს და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზაც.
სავარაუდოდ, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ადგილის კეთილმოწყობის სამუშაოები მას შემდეგ მიიღო, რაც პერიმეტრზე სამართალდამცველების და კრიმინალისტების მუშაობა მთლიანად დასრულდა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019