რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის მოქალაქეები სტამბოლის აეროპორტში შეიკრიბნენ და სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ, რათა მაშველებს სამძებრო სამუშაოებში დაეხმარონ.
მედიაში გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:
„დიდი ხანია, ასეთი ემოციებით პოსტი არ დამიწერია. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში თურქეთის აეროპორტები ბოლომდე გადაიტენა! თურქები დაზარალებული ქალაქების დასახმარებლად გარბიან... მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა მოხალისედ თურქეთში“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
