„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ბათუმში დაკავებული თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის მეუღლე, კრისტინა გაგარკინა გამომწერებს მიმართავს.
„რა მაკლია ახლა ყველაზე მეტად?
თქვენი თანადგომა, რადგან ყოველთვის იყავით ჩემი მხარდამჭერები, თითქოს ასობით ვირტუალურ მეგობართან ერთად ვცხოვრობდე.
რეალობის მიუხედავად ბევრ თქვენგანს სჯერა მედიის. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტზე. ყვითელი პრესას იმიტომ უწოდებენ ყვითელს, რომ მასში მცირედი სიმართლეა.
შეწყვიტეთ რაიმე ფაქტების დაჯერება, რასაც უსინდისო წყაროებში გეტყვიან, სადაც ისინი ცდილობენ ფულის გამომუშავებას სხვების მწუხარებით.
ჩვენი ოჯახი ყოველთვის ღია იყო და აწარმოებდა ყველა საქმეს და ასეც გაგრძელდება. თქვენთან ერთად მეც ვუშვებ შეცდომებს და ასე მივაღწიე მწვერვალებს... არ ვცდილობ იმის თქმას, რომ ყველაფერი ვიცი, მხოლოდ გამოცდილებას ვუზიარებ, რომელიც შეიძლება გამოადგეს სხვა მშობლებს.
მე ყოველთვის მზად ვარ მოვისმინო თქვენი რჩევები და რეკომენდაციები, რადგან ჩვენ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ, ყოველთვის ვცდილობთ გავიგოთ რაიმე ახალი.
გალიპი არ ითვალისწინებს ასეთ აზრებს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხი დარჩება და ყველა შურიანი და ბოროტი კრიტიკოსი დატოვებს ჩემს ბლოგს.
ვიცხოვროთ მეგობრულად!“, - წერს კრისტინა გაგარკინა.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს საღამოს, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.
მანამდე მთელი დღის განმავლობაში სასტუმროს შენობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმომადგენლები მუშაობდნენ.