პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ისე ძალიან გვიხარია ყველას მოხალისეების უფასო ტანსაცმლის მაღაზია 2 თვის წინ გაიხსნა დავით თავხელიძის 1 ნომერში გახსნიდან დღემდე უკვე 3000-ზე მეტი სტუმარი მიიღო და ჩაიცვა 11000-ზე მეტმა ადამიანმა დღეში ვარიგებთ დაახლოებით 300 პურს, საოჯახო ნივთებს, ბავშვთა კვებას, ჭურჭელს, სათამაშოებს, წიგნებს, თეთრეულს და ყველაფერს რაც მოგაქვთ ჩვენთან“, - ამის შესახებ ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქველმოქმედებაში ჩართულ ადამიანებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„სათითაოდ გეუბნებით მადლობას ყველას, ვისაც ამ სიცხეში მოსვლა არ გეზარებათ და ისეთი ოდენობის ნივთებს ვაგროვებთ, რომ რეგიონებსაც ვეხმარებით უკვე გავგზავნეთ ონში, სადაც მაგარი გოგო დაგვხვდა თამო ჩიხრაძე და მისი დამსახურებით განაწილდა ყველაფერი.
გავგზავნეთ სენაკში, სადაც ისე დაგხვდნენ, რომ არასდროს არ დაგვავიწყდება, იმდენი ხალხი გვეხმარებოდა და კარგი კაცი, სენაკის მერი ვახტანგ დენელია, რომელმაც თავისი ხელით დაალაგა ტომრები სხვებთან ერთად და ფოტოზე რაც ჩანს ჩავიტანეთ ოზურგეთში, სადაც სულ გვეგულება ოქროს კაცი, ჩვენი ძმა ლაშა გოგოტიშვილი, რომელსაც არასოდეს არ ეზარება არაფერი და არცერთი სირთულის საქმეს არ ერიდება, თავისი ხალხის დასახმარებლად.
დაგვიკავშირდით რეგიონებიდან ვისაც შეგიძლიათ ასეთი საქმის გაკეთება და საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს გამოგიგზავნით მოსახლეობისთვის ეს უზარმაზარი საქმე, მთლიანად მოხალისეების დამსახურებაა, რომლებიც მართლა უზარმაზარ შრომას დებენ, მიზნისკენ, რომ ერთ დღესაც, ნორმალური ტანსაცმელი, ყველა ადამიანს ექნება ქვეყანაში.
ვინც თბილისში ხართ და გცალიათ ხოლმე, მოგვეხმარეთ მოხალისედ მომწერეთ ნომერზე 558181218 რაც ბევრი ვიქნებით, საქმე უფრო ბევრი გაკეთდება და მალე გამოვა ყველაფერი, კარგად იქნება ყველაფერი“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.