ამირან გამყრელიძის შემდეგ თანამდებობას მისი შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეც ტოვებს

გამყრელიძეები

ამირან გამყრელიძის შემდეგ თანამდებობას მისი შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეც ტოვებს. 

bm.ge-ს ინფორმაციით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიკოლოზ გამყრელიძეს ირაკლი გოგია შეცვლის.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს ჯგუფის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის აღნიშნულ პოზიციაზე მთელს გუნდთან ერთად“,- აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძეს ამბობს, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს და დროს საკუთარ ოჯახს დაუთმობს.

„ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ. ცოტა ხანი დავისვენებ“,- ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

გამყრელიძე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ გასული 7 წლის განმავლობაში მართავდა.

გარდა ამისა, ნიკოლოზ გამყრელიძე 2023 წლიდან „საქართველოს კაპიტალის“ CEO აღარ გახდება.

ამის შესახებ განცხადება „საქართველოს კაპიტალმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან ირაკლი გილაური „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებდა და ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნებოდა, თუმცა დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ ეს ცვლილება აღარ მოხდება.

წყარო BM.GE