„ძალიან ბედნიერი ვარ“ - რა თქვა კვარამ ჩემპიონობის შემდეგ
1780174612
ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია უდიდეს დღესასწაულს - სულთმოფენობას აღნიშნავს.
ამ დღეს სულიწმიდა მოციქულებზე გარდამოვიდა ცეცხლის ენების სახით, განამტკიცა ისინი და მისცა ძალა, სახარება მთელ ქვეყანაზე ექადაგათ. ამიტომაც სულთმოფენობა ეკლესიის დაბადების დღედ მიიჩნევა.
სულიწმიდა დღესაც მოქმედებს ეკლესიაში, გვაძლიერებს ლოცვაში, გვანიჭებს სიბრძნეს, სიმშვიდესა და სიყვარულს. მისი მადლით ადამიანი პოულობს გზას ღმერთისკენ და სწავლობს ჭეშმარიტ ცხოვრებას.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:
ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი: რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.