პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბევრმა არ იცის, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“ პირველი აღდგომიდან იღებს სათავეს. დიახ, ეს „უწყინარი“ ჩვეულება, საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს.
ამაზე „პრაიმტაიმთან“ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია საუბრობს.
„პირველი აღდგომა მოხდა პირველ აპრილს, როგორც მამათა სწავლის მიხედვით არის გადმოცემული. „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“ ძალიან ცუდი ტერმინია. იცით, როდესაც მაცხოვარი აღდგა, მის საფლავს მცველები დაუყენეს. მცველებს მღვდელმთავრებმა ფული გადაუხადეს და სთხოვეს, რომ ტყუილი გაევრცელებინათ და ხალხში ეთქვათ, რომ მისი ცხედარი მოციქულებმა მოიპარეს. მცველები ხალხში დადიოდნენ და ყველას ატყუებდნენ. ვინც ეს ტყუილი დაიჯერა, მთელი ცხოვრება მოტყუებული დარჩა. ეს ტერმინი „მოტყუება ადვილია“ სწორედ აქედან არის შემოსული. ის მთელი ცხოვრება ტყუვდება, ანუ მას ქრისტეს აღდგომის არ სჯერა.“ -