რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 იანვარს 15:00-დან 17:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდება აბონენტებს ნორიოში, "გრუზულა ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში.
9 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, ქერიაანთკარი, ნოჯიკეთი, ლაფანაანთკარი, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალმასიანი,ოქროყანა, უხათი, ზემოოქროყანა, გიმარა, ყანობში, კობში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.