როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ცაგუ

როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ამ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„იუპიტერი, გამარჯვების პლანეტა გაივლის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, წლის მეორე ნახევარში კი სელენა გადმოვა, ამიტომ შანსები წარმატებისა ფინანსური კუთხითაც კი, ძალიან მაღალია. ყველას აქვს წყალქვეშა დინებები, სირთულეები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველია - აზარტი, შემდგომ, მეტი დიპლომატია და თავდაჭერა. თუ ამას შეძლებთ წელიწადი იქნება დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი.

ვერძს და კუროს აქვთ ისეთი წარმატებული წელიწადი, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ მოდის.

კუროს განსაკუთრებული წარმატება ექნება მაისიდან, როცა გამარჯვების პლანეტა მის ზოდიაქოში გადავა. მისთვის შანსები იმისა, რომ გახდეს ლიდერი, ხელმძღვანელი, იდეების რეალიზაცია მოახდინოს, ფინანსურად გააუმჯობესოს შესაძლებლობები, ძალიან მაღალია. მეტი ტაქტი და დიპლომატიაა საჭირო ნათესავებთან და ახლობლებთან მიმართებაში. ჯობია 2023-ში მემკვიდრეობითი საკითხები არ გადაწყვიტოს.

ტყუპებისთვის კარგი წელია იმისთვის, რომ შეუძლია ახალი საქმის დაწყება, ახალი საინტერესო იდეა-პროექტის ჩამოყალიბება, ახალ სამსახურში გადასვლა, ახალ სახლში გადასვლა, სიახლეების დროა. მაგრამ მოეთხოვება ყველაზე მეტად, რომ ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე გათქვას.

კირჩხიბები ამოისუნთქებთ მომავალ წელს, მთელი წელი იყო თქვენს ზოდიაქოს ნიშანში ლილიტი. 15 იანვრიდან გამოდის ის ამ ზოდიაქოდან და გაცილებით თავისუფლად იგრძნობთ თავს და დამოუკიდებლად იმოქმედებთ. შინაგანი შიშები, კომპლექსები ეს ყველაფერი მეტად მოიხსნება და ამიტომ წარმატების შანსი ერთიორად მოიმატებს. მაგრამ ფულია პრობლემა - არავითარი ზედმეტი ინვესტიციები და კაპიტალდაბანდება, ფულთან იყავით ყურადღებით და ეცადეთ პრაგმატულად ხარჯოთ.

ლომს აქვს კარგი და ცუდი წელიც. მშვენიერია მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, სტაჟირება, პროფესიონალიზმის ამაღლება, უცხოეთში სწავლა. წლის მეორე ნახევარში შეიძლება გახდეს ხელმძღვანელი პირი, თავისი ორგანიზაცია შექმნას. მაგრამ ყველაზე მეტი ცდუნებები ექნება იგივე, რაც კირჩხიბს ჰქონდა, 2022-ში ექნება ლომს. შავი მთვარე გადადის ლომში. უნდა იყოს ფრთხილად სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ. პირადი ურთიერთობა თუ არ აქვს სტაბილური, დაიშლება; ლტოლვა აზარტისადმი მატულობს და უნდა მიაქციოს ყურადღება გულსისხლძარღვთა სისტემას, რომელიც უსუსტდება. საკუთარ თავში ნეგატიური თვისებები მაქსიმალურ კონტროლქვეშ უნდა მოაქციოს.

ქალწული გაცილებით უკეთესად იგრძნობს თავს 2023 წელს. ძალიან კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, ახალი იდეების განხორციელებისთვის, ფინანსურად გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს წყალქვეშა დინებები - ზოგიერთი მეგობრის ჭორებს და ინტრიგებს მის ზურგს უკან; ყურადღებით იყოს საიდუმლოს დაცვის კუთხით. ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე გათქვას.

სასწორისთვის გადასარევი პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, პარტნიორული სასიყვარულო, პარტნიორული ბიზნეს-კომერციული საქმიანობისთვის. ზოგიერთ მეგობართან შეიძლება კონფლიქტი ჰქონდეს. საჭიროა სიფრთხილე სიახლეებთან; იწყებს ახალ საქმეს? - შვიდჯერ გაზომოს, ერთხელ გაჭრას.

მორიელისთვის საკმაოდ კარგი წელიწადია. თუ მორიელები ავად არიან, ან მკურნალობენ, ძალიან მალე მოხდება მათი ჯანმრთელობის წესრიგში მოყვანა. მედიცინის სფეროში, ან პედაგოგიკის სფეროში დასაქმებულები, ძალიან აიმაღლებენ თავიანთ პროფესიულ დონეს. წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით კარგია პირადი პირადი პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. მაგრამ აქვთ წყალქვეშა დინება - ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. ზედმეტად ჯიუტი, პირდაპირი და ხისტი ხდება. თუ ხელმძღვანელებთან ურთიერთობა დაეძაბა, შეიძლება პრობლემა ჰქონდეს კარიერის თვალსაზრისით.

მშვილდოსნებისთვის ძალიან კარგია კონკურსები და ლატარიები. მოგების ალბათობა არნახულად მაღალი აქვთ. შეიძლება ორგანიზაცია შექმნან, ჩაუდგნენ სათავეში, როგორც კარგი ხელმძღვანელები. პლუს პირადი ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადია. ურთიერთგაგება შვილებთან ერთიორად მატულობს, ყველა სახის პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის საუკეთესო წელიწადია. ცდუნება სადაა - მოგზაურობა, მგზავრობა. შეიძლება ტრანსპორტი გაფუჭდეს, ან ჩანთა დაკარგოს აეროპორტში. უნდა იმოგზაუროთ, მაგრამ ორმაგად ფრთხილები უნდა იყოთ.

თხის რქისთვის საკმაოდ კარგი წელიწადია. პირველ რიგში სამშობლოში აქვთ წარმატების შანსი. ამიტომ სამშობლოს პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა არის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი. მაქსიმალური ურთიერთგაგება აქვს ახლობლებთან. ამიტომ მათი თანადგომა არის პლატფორმა წარმატებისა. მეორე ნახევარი წლისა, აძლევს საშუალებას, რომ კონკურსებში, ლატარიებში მიიღოს მონაწილეობა და მოგებების წინაშე აღმოჩნდეს. კარგი იქნება ეს წელი პირადი ურთიერთობებისთვის, შვილების გასაჩენად. კარგი წელია პროფესიული განვითარებისთვის. სირთულეები უკავშირდება ფინანსებს, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი, კარგად აწონო-დაწონოს ყველა ფინანსური ხარჯი. აკონტროლოს საქმიან პარტნიორთან ქმედებები და ფინანსური ხარჯი, მითუმეტეს ერთობლივი თანამშრომლობის დროს.

მერწყულები ამოისუნთქებენ. 15 მარტიდან მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამოვა სატურნი, მძიმე პლანეტა, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით დემოკრატიული იქნება, იმოქმედებს თავისუფლად, წარმატების შანსი უმჯობესდება. უმჯობესდება ურთიერთობები ახლობლებთან, ნათესავებთან, მყარდება მეგობრული კავშირები. წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით სამშობლოში აქვს წარმატების შანსი. პრობლემა იქნება პარტნიორულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ბიზნესპარტნიორებთან უნდა იყოს ფრთხილად.

თევზებისთვის ერთი მხრივ ძალიან კარგი წელიწადია. ფინანსური კუთხით, წარმატების ფაქტორი აქვს. წლის მეორე ნახევარი ხელს უწყობს მრავალფეროვან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. განსაკუთრებით კარგი პერიოდია ახალი იდეების რეალიზაციისთვის და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. მთავარი პრობლემა ჯანმრთელობაშია. მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ზონას. საექიმო შეცდომების ალბათობა მატულობს, ამიტომ თუ რაიმე დიაგნოზი დაისვა, უნდა გადამოწმდეს. მაშინ წელიწადი გაცილებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იქნება“, - განაცხადა ცაგარელმა.