1765629268
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
მოციქული ანდრია პირველწოდებული იყო მოციქულთაგან პირველი, ვინც გაჰყვა ქრისტეს, შემდეგ კი მასთან მიიყვანა თავისი ძმა, პეტრე მოციქული. ის ბეთსაიდიდან იყო და სიყრმიდანვე მთელი სულით სწამდა ღმერთის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში.
ანდრია პირველწოდებული საქართველოში თავად ღვთისმშობელმა მარიამმა გამოაგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით, რათა მას ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ექადაგა.
აჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც თურმე თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.











