1765629268
"არაერთგზის ვამხილეთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეო სექტორის გამოყენებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაა" - დავით მათიკაშვილი
ევროპელი ლიდერების კრიტიკა ევროპას და შეფასებები საქართველოში - "ქართული ოცნება" ბრიუსელს მოუწოდებს, კრიტიკა გაიაზროს და მიდგომები შეცვალოს. მმართველ გუნდში არგუმენტად მოჰყავთ ის განცხადებებიც, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალური თბილისის პოზიცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც ევრობიუროკრატთა ნაბიჯები შეცდომად ფასდება.
"აბსოლუტურად ჩამოეხსნა ნიღაბი იმ მანკიერ და მავნე პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელიწადია. ჩვენ ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, არაერთგზის ვამხილეთ მახინჯი ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეო სექტორის გამოყენებით თითოეული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისებაა. სწორედ ეს ყველაფერი იქნა აშშ-ის მხრიდანაც მხილებული. საინტერესოა, ამაზე რა პასუხი აქვთ ევროჩინოსნებს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.











