"ეს არის უნიკალური მოვლენა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც სტუდენტები უფასოდ შეძლებენ ღირსეული განათლების მიღებას" - ნიკოლოზ მეტრეველი

ნიკოლოზ მეტრეველი

განათლების ახალ რეფორმას ანალიტიკოსები აფასებენ. ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, სიახლე უნიკალური მოვლენაა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, რადგან სტუდენტები და მაგისტრანტები ღირსეული განათლების მიღებას უფასოდ შეძლებენ. ახალი რეფორმის თანახმად, 2026 წლიდან, სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უნიკალური მოვლენა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი სტუდენტები, მაგისტრანტები უფასოდ შეძლებენ ღირსეული განათლების მიღებას.

შეგვიძლია ვთქვათ, ეს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია "ქართული ოცნების" და ვინც ამბობს ამაზე, რომ სტუდენტების უფასო განათლება არის ცუდი, ის არც ექსპერტია განათლების და პირდაპირ ვთქვათ, უსინდისო ადამიანია, როდესაც ამბობს ასეთ რამეს, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს ფული.

ნებისმიერ ადამიანს, თუ აქვს სურვილი, შეუძლია კერძო უნივერსიტეტშიც ჩააბაროს, სადაც შეუძლია თანხაც გადაიხადოს. თუმცა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება სრულად უფასო განათლება და ეს არის უდიდესი მიღწევა. ამავდროულად, ის 7 პუნქტი, რომელიც არის განათლების რეფორმაში ჩადებული, არის ძალიან ეპოქალური და სხვადასხვა მხრივ საჭიროებს განათლების სისტემა რეფორმას", - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.