1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
1-ლი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. თანხა მსუბუქი ავტომობილებისთვის, მსუბუქი სატვირთოებისა და მსუბუქი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 20 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებზე 30 ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტური იქნება.
შეგახსენებთ, 1-ელ თებერვლამდე, თუკი ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლიდა, მას 30-დღიანი ვადა ეძლეოდა ხარვეზების გამოსასწორებლად და ამ პერიოდში მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირება უფასო იყო. პირველად ტექინსპექტირებაზე კი კვლავ უცვლელი ტარიფები მოქმედებს, 60 ლარი მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო სატვირთოებსა და ავტობუსებზე 100 ლარი.