თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
"საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იქნება.
"მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ესაა გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ ის პაციენტები, რომელთა მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოათავსებენ, მათთან აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, რადგან მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია“, - განაცხადა ჩხაიძემ.