ცნობილია იმ მამაკაცების ვინაობა, რომლებმაც 70 წლის მონაზონი დააყაჩაღეს და გააუპატიურეს

დაკავებული

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირის დააკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით დაკავებულები 27 და 39 წლის მამაკაცები არიან. მონაზონი, რომელიც მათ დააყაჩაღეს და გააუპატიურეს 70 წლისაა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.