ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის
1775238524
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში ჰეპატიტის შესახებ წერს.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 500 ბავშვი და გარდაცვლილია 11.
„ჰეპატიტი ბავშვებში - ბოლო მონაცემები (17/05/2022). სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს). პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს. პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს. ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები. 500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება. სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების: 90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. 10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი. ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან. ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.