„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარე აპარატიდან მოხსნეს.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
რამდენიმე წუთის წინ კლინიკის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა.
დავით ციბაძის თქმით, კრიტიკულმა 24-მა საათმა გაიარა, თუმცა, რჩება გართულებების რისკი.
„ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიული დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე“, - ამბობს დავით ციბაძე.