1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია მომხმარებლის სასარგებლოდ“, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ გადამზიდ კომპანია Usa2georgia-ზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბევრი განაცხადი და საჩივარი მიიღო და სააგენტოში ერთ თვიანი განხილვისა და საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობდა.
„კომპანიამ აიღო პირობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს ყველა მომხმარებლისთვის, რომელმაც 25 ოქტომბრიდან 25 იანვრის ჩათვლით ისარგებლა ამანათის ტრანსპორტირების სერვისით, პროდუქტი მიიღო, ან ჯერ კიდევ საცავშია, თუმცა ფასი დაუთვალეს არა წონით, არამედ განსხვავებულად და ეს იყო მოცულობითი წონა, რამაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუძვირა ტრანსპორტირების საფასური. მიღწეული შეთანხმების შედეგად, (ეს კომპანიის პასუხისმგებლიანობასაც უსვამს ხაზს მომხმარებლების სასარგებლოდ), ყველა მომხმარებელს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დადგა, სხვაობის საზღაური აუნაზღაურდება. ეს უნდა მოხდეს 3 თვის ვადაში. ამისთვის მომხმარებელმა, ვინც თავს დაზარალებულად თვლის უნდა შეავსოს შესაბამისი აპლიკაცია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
დეტალური ინსტრუქცია ორშაბათს გამოქვეყნდება.