დაათვალიერეთ ბრუნო ვეფხვაძის ნახატები, რომლებმაც სოციალური ქსელი ააფეთქა და საზოგადოება აალაპარაკა

ბრუნო

ფეისბუქ-გვერდი „თამამედროვე ქართველი მხატვრები“ აქვეყნებს ბრუნო ვეფხვაძის ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ნახატები იმდენად შთამბეჭდავია, რომ საზოგადეოების ნაწილმა ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოებისგან ვერ განასხვავა.

ახლაგზარდა მხატვრის ნამუშევრებს უამრავი გაზიარება აქვს. მნახველები აღფრთოვანებას ვერ მალავენ...

ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, დიდი მხატვრის, ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში და ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია.

დინასტიას სათავე დაუდო მისმა დიდმა ბაბუამ საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს მისივე შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949-2016).

ბრუნო თავისი დიდი წინაპრების კვალს გაჰყვა, 1993 წელს ჩაირიცხვა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში და 1996 წელს დაამთავრა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, ცნობილი ქართველი მხატვრის, თ. ჩხუტიშვილის კლასში.

ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 2005 წელს მან შექმნა სადიპლომო ნამუშევარი "გათავისუფლებული იერუსალიმი". 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.