„ჩვენი ქვეყნის დროშა წარმატებასთან ასოცირდება... ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ეს დროშა გავიტანეთ“ - გურამ კაშია

კაშია

საქართველოს ნაკრები 26 ივნისს, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამე, გადამწყვეტ თამაშს გამართავს და პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია  და ხვიძა კვარაცხელია საუბრობენ.

„ჩვენი ქვეყნის დროშა, ყოველთვის წარმატებასთან ასოცირდება. დროშა ჩვენთვის სპორტსმენებისთვის წარმატებისთვის ასოცირდება. ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ეს დროშა გავიტანეთ. ძალიან გვეამაყება“, - ამბობს გურამ კაშია.