VIDEO: „თვალნათლივ ვხედავ სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, უკვე შექმნილია შტაბი...“ - საქართველოს პირველი პრემიერი

ბესარიონ გუგუშვილი

„თვალნათლივ ვხედავ სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, უკვე შექმნილია შტაბი, რომელშიც არ გამოვრიცხავ, რომ ხელმძღვანელი მუშაკები არიან დასავლეთის საელჩოების სპეც სამსახურები, რომლების ამზადებენ ეშელონირებული თავდასხმას“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა პრემიერ მინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიმდინარე არჩევნები ეს არის არა პოლიტიკური სიმპათიების არჩევნები, არამედ პირადი სიძულვილით წარმართული არჩევნები. სინამდვილეში, ეს დაპირისპირებული ძალები,რაც არის, პარტიები, რომ ჰქვიათ,  ამათი მომხრეები მათთვის სიმპათიურ პარტიას კი არ აძლევენ, ხმას აძლევენ იმათ წინააღმდეგ, ვინც სძულთ. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს დღეს მართავს სიძულვილი“ - განაცხადა ბესარიონ გუგეშაშვილმა.