მოსკოვში აცხადებენ, რომ მიიღეს ცხრა ქვეყნის დასტური, რომ მათ BRICS-ის პარტნიორობა სურთ
1734977561
სოციალური ქსელი მოიცვა პატიმარი გოგონას ვიდეომ, რომელიც პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.
განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ირკვევა, რომ გათავისუფლებული პატიმარი 20 წლის მარიკო ნოზაძეა. მას გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. რის გამო იყო გოგონა პატიმრობაში, ამის შესახებ დეტალები უცნობია და ამაზე არც გათავისუფლებული მსჯავრდებული საუბრობს.
მარიკო ნოზაძე დღეს „პალიტრანიუსის“ სტუმარი იყო.
„მადლობა ყველას, ციხის ადმინისტრაციას, ჩემს ოჯახს, რომელიც გვერდში მედგნენ. რთულია, როცა ოჯახს მსჯავრდებული ჰყავს, მისი რჩენა დიდ თანხას მოითხოვს, დედაჩემმა ბევრი იშრომა, რომ მე იქ არაფერი მომკლებოდა. ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი დედაჩემს.“