ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს "მათ შესწირეს".
ინაშვილი ამის შესახებ საუბრობს ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქით გაავრცელა.
"დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს", - ამბობს ინაშვილი ვიდეომიმართვაში.
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
ცნობილია, ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული
1762546267